ბრიფინგი ადვოკატთა ასოციაციაში

9 თებერვალი 2021

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში „ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა.
ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ჟურნალისტებთან 2021 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული -„ამნისტიის შესახებ“ კანონის შესახებ ისაუბრა.

დავით ასათიანმა განაცხადა, რომ ადვოკატების ინფორმაციით,  პირველი ინსტანციის სასამართლოები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული მუხლების აღსრულებისას არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებენ. მაგალითად, „ამნისტიის შესახებ“ ახალმა კანონმა შეღავათი დააწესა ქურდობის მუხლით ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებზე, რომლებიც (ქურდობის მუხლით) 177-მუხლით არიან გასამართლებულები. კანონი მათთვის სასჯელის განახევრებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ პირი მანამდე ნასამართლევი არ არის და აღნიშნული დანაშაული განმეორებით არ ჩაიდინა.

„აღნიშნულ საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადვოკატების მიერ, კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, გასაჩივრებულია უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლის საბოლოო განმარტებას უდიდესი მნიშნელობა ექნება სამართლიანი და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე, რათა სწორად და ეფექტიანად მოხდეს „ამნისტიის შესახებ“კანონის აღსრულება და ამასთან,
არ შეილახოს ბრალდებულების/მსჯავდებულების საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებები.“ - განაცხადა დავით ასათიანმა

ადვოკატთა ასოციაცია კანონპროექტის ინიცირების დღიდან  საკომიტეტო განხილვებში აქტიურად იყო ჩართული და  კანონის აღსრულების პროცესის ეფექტიანობას მუდმივ რეჟიმში აკვირდება.  შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, ასოციაცია საკითხის სამუშაო ფორმატში  განხილვის მზაობას გამოთქვამს, რაც სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი