ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ადვოკატებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა ირაკლი ყანდაშვილმა ბორჯომში გამართა - ადვოკატებთან, რომლებიც ბორჯომსა და ხაშურში საქმიანობენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.
შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე მოისმინა ასოციაციის წევრთა მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება.
ბორჯომში ვიზიტის ფარგლებში ადვოკატებისთვის ასევე, განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-შეხვედრა ჩატარდა თემაზე: ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები - კანონმდებლობა და პრაქტიკა.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ექსპერტები, ირაკლი ყანდაშვილი, რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- მედიაცია შრომით დავებზე
- შრომითი დავები: შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობები და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა
- შრომის კანონმდებლობის აღსრულება-შრომის ინსპექციის სამსახური და სხვ.
ტრენინგი Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში ჩატარდა.




