ბათუმში ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: ჯანსაღ გარემოზე ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა

11 მარტი 2026

განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმში ადვოკატებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე: ჯანსაღ გარემოზე ცხოვრების უფლება და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

ტრენინგი ორდღიანია და მას ექსპერტები, ნინო ხუციშვილი და უჩა ზაქაშვილი უძღვებიან. 

სამუშაო შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობის პროექტის“ მენეჯერმა, ლევან ასათიანმა.

ტრენინგ-შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, როგორებიცაა:

  • სამმაგი პლანეტარული კრიზისი - გარემოსდაცვითი გამოწვევები 21-ე საუკუნეში;
  • გარემოსდაცვითი სამართლის არსი, გარემოსდაცვითი რეგულირების მნიშვნელობა, ძირითადი პრინციპები, ინტერესთა ბალანსი;
  • ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეროვნული კანონმდებლობა, ინსტიტუციური როლები, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის საკითხები და სხვ.

სამუშაო შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი