ახალციხეში ადვოკატის უფლებათა დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კომიტეტი დაარსდა

24 ნოემბერი 2019

ადვოკატთა პროფესიული უფლებების ეფექტიანი დაცვისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით, 2019 წლის 24 ნოემბერს, ახალციხეში, ადვოკატის უფლებათა დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კომიტეტი დაარსდა.

სხდომა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა და კომიტეტის წევრები წარადგინა. სხდომის ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარემ კოლეგიალობის პრინციპზე, ადვოკატის უფლებათა დაცვის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

ამასთან, ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტების საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარადგინეს.

სხდომის დასასრულს, ხანგრძლივი საადვოკატო საქმიანობისა და პროფესიის ერთგულებისათვის ასოციაციის თავმჯდომარემ ადვოკატები - ზინაიდა ბაქრაძე და დემურ ალხაზიშვილი ასოციაციის საპატიო სიგელით დააჯილდოვა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი