ახალციხეში ადვოკატებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები - კანონმდებლობა და პრაქტიკა

26 ივნისი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ადვოკატებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა ირაკლი ყანდაშვილმა ახალციხეში გამართა - ადვოკატებთან, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქმიანობენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.

შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე მოისმინა ასოციაციის წევრთა მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება.

ახალციხეში ვიზიტის ფარგლებში ადვოკატებისთვის ასევე, განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე: 
 
ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავები - კანონმდებლობა და პრაქტიკა.

სამუშაო შეხვედრას უძღვებიან ექსპერტები, ირაკლი ყანდაშვილი, რაისა ლიპარტელიანი და თამარ გაბისონია.

  • შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
  • მედიაცია შრომით დავებზე
  • შრომითი დავები: შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობები და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა 
  • შრომის კანონმდებლობის აღსრულება-შრომის ინსპექციის სამსახური და სხვ.

შეხვედრა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში ტარდება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი