ასოციაციის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია

19 დეკემბერი 2018

19 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი, ულტრათანამედროვე და მრავალფუნქციური ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები, ასოციაციის წევრი ადვოკატები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა ახალი ვებგვერდის უპირატესობები და ფუნქციონალი გააცნო.

ახალი ვებგვერდი სრული დატვირთვით 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება და მრავალ პრაქტიკულ ფუნქციას შეითავსებს, მათ შორის, ადვოკატებისათვის გაადვილდება ასოციაციის ტრენინგებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია. ასევე, ყველა ადვოკატს ექნება შესაძლებლობა დისტანციურად შექმნას /დაარეგისტრიროს საკუთარი პროფილი.

ახალ ვებგვერდი მაქსიმალურად ორიენტირებულია სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირის კომფორტზეც: მრავალმხრივი, თანამედროვე ფუნქციების საშუალებით თითოეულ მოაქალაქეს შეეძლება მარტივად მოძებნოს სასურველი ადვოკატი თუ ბიურო, გაეცნოს და მიიღოს სხვადასხვა ტიპის საჯარო ინფორმაცია.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი