საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5¹ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრძელებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში სპეციალიზებულ ტრენინგებს.
სპეციალიზაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, კურსის გასავლელად დარეგისტრირდა 723 ადვოკატი, რომელთაგანაც სპეციალიზაცია უკვე მიენიჭა - 175 ადვოკატს; აღნიშნული ტრენინგების ციკლი გრძელდება ნოემბერის ბოლომდე და ყველა დარეგისტრირებული ადვოკატი შეძლებს კურსის გავლას.
სპეციალიზაციის პირველი ეტაპის ფარგლებში კი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში სპეციალიზაცია უკვე მიიღო 695 ადვოკატმა.
სპეციალიზაციის ტრენინგების კურსი მხარდაჭერილია USAID/PROLoG-ს მიერ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს!