2020 წლის 24 ოქტომბერს, გაიმართა ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული ონლაინ სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადვოკატები თბილისიდან, იმერეთის, სამეგრელოს, ახალციხის, აჭარისა და კახეთის რეგიონიდან.
სხდომა გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, რომელმაც ისაუბრა პანდემიის პერიოდში ასოციაციის მიერ გატარებულ იმ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორცილებას. ასევე, ხაზი გაესვა კოლეგიალობის პრინციპისა და ინსტიტუციური ერთობის მნიშვნელობას. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრიორიტეტულობას, მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა.
სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ადვოკატის უფლებათა დაცვის თბილისისა და რეგიონული კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებმაც მიმოიხილეს პროფესიის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე იდენტიფიცირება მოახდინეს ადვოკატის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ერთობლივად დასახეს არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი გზები, რათა მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.