ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის განცხადება

20 მარტი 2020

2020 წლის 11 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას განცხადებით მომართა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამავე წლის 09 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე იცავდა ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს. სხდომის თავმჯდომარის - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საქმის განხილვის პროცესში არაერთხელ უხეშად დაირღვა დაცვის მხარის უფლებები, რაც გამოიხატა ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის არასამართლიანი და უსაფუძვლო დაჯარიმებით და  სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაძევებით.

ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ დეტალურად და ყურადღებით იქნა შესწავლილი ფრიდონ სიხუაშვილის განცხადება და თანდართული მასალები, მათ შორის წინასასამართლო სხდომის ოქმის აუდიო მასალები და მიაჩნია, რომ აღნიშნულ განხადებაში ადვოკატის მიერ დაფიქსირებული პოზიცია საფუძვლიანია. კერძოდ, აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე ადგილი ჰქონდა ადვოკატის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის დაჯარიმება და გაძევება ასევე სავარაუდოდ მიჩნეულ იქნა, ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვად.

ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სამართალწარმოების ყველა მხარეს დაიცვას კანონით განსასღვრული უფლებები, რათა ერთად კოლეგიალობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით შევძლოთ მართლმსაჯულების ხარისხის სრულყოფა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო დღეს, როცა ქვეყანაში ექსტრაორდინალური სიტუაციაა ვირუსის გავრცელების გამო. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით მიადევნებს თვალს, როგორც ყველა მსგავს, ასევე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოვლენათა განვითრებას და დაუყოვნებლივ გამოხატავს ადვოკატთა კორპუსის პოზიციას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი