ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადვოკატებთან საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონის ადვოკატებს შეხვდა.
შეხვედრებზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ადვოკატთა პროფესიული უფლებების ეფექტიანი დაცვა, მოქალაქეთათვის ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.