ძვირფასო წევრებო,
ეპიდემიის გავრცელების გაზრდილი საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 17 აპრილის 12:00 საათიდან - 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ასევე ვრცელდება იმ ადვოკატებზეც, რომლებიც უკვე შეყვანილ იყვნენ ქალაქთაშორის გადაადგილების საოპერაციო შტაბთან შეთანხმებულ სიაში.
2020 წლის 17 აპრილის 12:00 საათიდან - 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, იმ ადვოკატებისათვის, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია მათი პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად - სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა წესით დაკავებული პირისათვის იურიდიული დახმარების (მომსახურების) გასაწევად, საოპერაციო შტაბთან შეთანხმდა ადვოკატთა დღე-ღამის განმავლობაში გადაადგილების ახალი დროებითი წესი. კერძოდ, ასეთი გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას ასოციაციის ელ-ფოსტაზე: sashvi@gba.ge უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
1.ადვოკატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;
2.ელ-ფოსტას დაურთეთ - ადვოკატის ორდერი, კონკრეტული დაკავებულის საქმეზე პროფესიული მოვალეობის განხორცილების თაობაზე;
3.მობილური ტელეფონის ნომერი;
4.ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი.
გადაადგილების შესახებ დასტური ასოციაცის აპარატისგან ოპერატიულად გეცნობებათ ელ-ფოსტით ანდა მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
2020 წლის 22 აპრილიდან პროფესიული საქმიანობის მიზნით შეუფერხებლად გადაადგილების, მათ შორის დიდი ქალქებში შესვლა/გასვლის წესები დამატებით გეცნობებათ არაუგვიანეს 21 აპრილისა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!