ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა საყურადღებოდ!

27 ნოემბერი 2020

გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და საქართველოს მთავრობის მიერ დამატებით დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის დეკემბრის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები გადაიდო. გაითვალისწინეთ, რომ გამოცდებზე რეგისტრირებული ყველა აპლიკანტი ავტომატურად ინარჩუნებს რეგისტრაციას და რაიმე სახით დამატებით ასოციაციისთვის მომართვა არ არის საჭირო. აღნიშნული აპლიკანტებისთვის გამოცდები ჩატარდება 2021 წელს, მაგრამ არაუადრეს 15 თებერვლისა.

გადადებული გამოცდების ახალი თარიღების განსაზღვრისთანავე, აღნიშნულის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას როგორც საგამოცდო პორტალის, ასევე SMS შეტყობინებით, რის შემდეგაც შეძლებთ ხელახლა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგამოცდი თარიღი პორტალის საშუალებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდებთან დაკავშირებით ნებისმიერ სიახლესა თუ დამატებით ინფორმაციას ასოციაცია მოგაწვდით პროაქტიულად და გამომდინარე ასოციაციის სატელეფონო ნომრების გადატვირთულობისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინოთ აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო კომუნიკაცია, თუკი ამ განცხადების გაცნობის შედეგად კვლავ გაურკვეველი დარჩება თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი ან არსებობს სხვა აუცილებლობა, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: info@gba.ge

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ გამოცდების გადადებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა, მნიშვნელოვნად ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს. აქედან გამომდინარე, თქვენი და საზოგადოების სხვა წევრების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უპირველესი საზრუნავია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი