ადვოკატთა კორპუსს  კიდევ 150 ახალი წევრი შეემატა

8 ნოემბერი 2024

ქართული ადვოკატურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტრადიციულად, ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ადვოკატთა კორპუსს  კიდევ 150 ახალი წევრი შეემატა. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი საზეიმოდ დადეს. ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ადვოკატის მოწმობები და სერტიფიკატები გადასცა. 

ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში გაიმართა. 

„დღეს განსაკუთრებული დღეა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ დებთ ადვოკატის პროფესიულ ფიცს. ფიცს, რომელსაც უნდა უერთგულოთ თქვენი პროფესიული კარიერის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ ადვოკატისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება კონკრეტული ადამიანი და მისი თავისუფლების დაცვაა, ამიტომ გთხოვთ, გიყვარდეთ ადამიანი, მოუსმინეთ ადამიანს, დაიცავით ადამიანი.“ - განაცხადა დავით ასათიანმა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი