აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით 2026 წლის 02 მარტიდან დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემულ იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და 2026 წლის საწევრო დავალიანების მქონე წევრებს შეუწყდათ ასოციაციის წევრობა “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 21(3) მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საწევრო დავალიანების გადაუხდელობის გამო.
ასოციაციის წევრობაშეწყვეტილ პირებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღიდან, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით, საწევრო დავალიანების გადახდის შემთხვევაში, გადახდისთანავე აღუდგეთ ასოციაციის წევრობა.
გთხოვთ, გაეცნოთ ამონაწერს აღმასრულებელი საბჭოს 2026 წლის 01 ივნისის სხდომის ოქმიდან.
გთხოვთ, იხილოთ ასოციაციის წევრობაშეწყვეტილ პირთა სია.
ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ანგარიში: GE27BS0000000004836000
ბანკის კოდი: CBASGE22
ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი: 202 255 692
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი, გვარი, სიითი N




