ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წევრებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს

13 მარტი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახლად დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი კომიტეტები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. კომიტეტების წევრები სამუშაო შეხვედრებს მართავენ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

მიმდინარე კვირაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა შემდეგი კომიტეტების ფარგლებში:

  • საბანკო სამართლის კომიტეტი
  • კომერციული სამართლის კომიტეტი 
  • სამოქალაქო სამართლის კომიტეტი 
  • საკანონმდებლო ხარვეზების საკითხთა კომიტეტი 
  • ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი 
  • შრომის უსაფრთხოების კომიტეტი 
  • საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი 
  • ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტი 
  • ვალაუვალობის სამართლის კომიტეტი 
  • სამოქალაქო სამართლის აჭარის რეგიონული კომიტეტი 
  • შრომის სამართლის კომიტეტი
  • სისხლის სამართლის კომიტეტი 
  • საგადასახადო სამართლის კომიტეტი

შეხვედრების ფარგლებში კომიტეტების წევრებმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და სხვადასხვა პროფესიული ინიციატივის დამუშავება დაიწყეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი სფეროების განვითარებისა და პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.ინიციატივები და სამუშაო მიმართულებები კომიტეტების წევრებს შორის მათი პროფესიული გამოცდილებისა და ინტერესების გათვალისწინებით გადანაწილდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით განახლდა ასოციაციის მუდმივმოქმედი კომიტეტების სტრუქტურა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისში იფუნქციონირებს 40 მდე, ხოლო რეგიონებში 14 მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომლებიც სხვადასხვა სამართლებრივი მიმართულებით იმუშავებენ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ კომიტეტების დაკომპლექტების პროცესი კვლავ გრძელდება და კომიტეტების წევრობის მსურველ ადვოკატებს განაცხადების წარმოდგენა 1 აპრილამდე შეუძლიათ. იხ.ბმული.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი