საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ესტუმრა ბულგარეთის ელჩი საქართველოში ბატონი ვესელინ ვალკანოვი.
სამუშაო შეხვედრაზე ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის როლს ქვეყანაში სანდო და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.
ირაკლი ყანდაშვილმა ბულგარეთის ელჩს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, ძირითადი მიმართულებები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებს შორის სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ერთობლივ კონფერენციებს, ტრენინგებსა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.




