ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

31 მარტი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჭოჭუა. 

შეხვედრაზე განიხილეს ადვოკატთა ასოციაციასა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ადვოკატთან შესახვედრად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროულად ამოყვანის საკითხს, ასევე იმ პროცედურებს, რომლებსაც ადვოკატი დაწესებულებაში შესვლისას გადის.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარემ დაწესებულების დირექტორთან ერთად პირადად მოინახულა ადვოკატისა და დაცვის ქვეშ მყოფის შეხვედრისთვის განკუთვნილი, ბარიერით და ბარიერს მიღმა სივრცეები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ასევე საუბარი შედგა ადვოკატებთან, რომლებიც იმ დროს დაწესებულებაში სამუშაო პროცესის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით შექმნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული პორტალი, რომელიც 2022 წლიდან მოქმედებს და ადვოკატისა და მისი კლიენტის შეხვედრის ორგანიზებულობასა და დროულობას უზრუნველყოფს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი