ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში დავით გაბაიძემ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და ეფექტიანი მართლსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასოციაციაში მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.




