ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ILO - ს წარმომადგენელს შეხვდა

9 თებერვალი 2026


ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარს, ირაკლი ყანდაშვილსა და საქართველოში შრომის საერთაშირისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელს ეკატერინე ქარჩხაძეს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.  

მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციასა და შრომის საერთაშირისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლო მიმართულებებზე, კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც ადვოკატებისთვის შრომის სამართლის სფეროში ტრენინგების შემუშავებასა და ადვოკატების პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს. 

ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ადვოკატთა ასოციაციის განვითარების პროცესში, განსაკუთრებით პროფესიული სტანდარტების გაძლიერებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.

ეკატერინე ქარჩხაძემ შრომის საერთაშირისო ორგანიზაციის მხრიდან ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში აქტიური მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი