ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

24 ნოემბერი 2021

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შორის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
დავით ასათიანმა და ანრი ოხანაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის მიერ პარლამენტში წარდგენილი, ადვოკატის პროფესიასა და საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა:

•    სამოქალაქო დავებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმომადგენლობა ექსკლუზიურად ადვოკატის მიერ,
•    უკანონო საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა,
•    ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებების გაზრდა,
•    ფიზიკური პირი ადვოკატის შეღავათიანი დაბეგვრა,
•    სასამართლო ხარჯების სამართლიანი განაწილების პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით,
•    „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება ადვოკატის საქმიანობაზე, 
•    სახელმწიფო ბაჟი ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებულ დავებზე, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
 

შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დასამტკიცებლად საკანონმდებლო პროცედურები პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი