ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს შეხვდა   

25 მაისი 2021

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანსა და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჭეხანს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის არსის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის სანდოობისა და გამჭირვალობის მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე გამახვილდა. ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნულ პროცესში იურიდიული პროფესიის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ხოლო დავით ასათიანმა ყველა დაინტერესებულ მხარესა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი