ადვოკატთა ასოციაციის განცხადება

5 აპრილი 2021

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადწყვეტილებით, ადვოკატთა ასოციაციაში შეიქმნა საიმიგრაციო სამართლის სამუშაო ჯგუფი.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მიზანია, იურიდიული პროფესიის და ადვოკატთა კორპუსის ჩართულობის უზრუნველყოფა საიმიგრაციო სამართლის სისტემისა და კანონმდებლობის სრულყოფისა და ამ სფეროში ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობის პროცესში.

სამუშაო ჯგუფის ფორმირების მიზნით ცხადდება იმ ადვოკატთა განაცხადების მიღება, რომლებსაც სურთ ჩაერთონ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში.

შესაბამისად, ასოციაციის დაინტერესებულ წევრებს გთხოვთ, 2021 წლის 15 აპრილამდე ელ. ფოსტაზე: hr@gba.ge  გამოგვიგზავნოთ შემდეგი  დოკუმენტები:

  • სამოტივაციო წერილი (მაქს. 300 სიტყვა)
  • CV (ქართულ ენაზე)
  • პირადობისა ან/და საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.

სამუშაო ჯგუფის წევრობის კანდიდატთა განხილვა და დამტკიცება განხორციელდება აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2021 წლის 1-ელ მაისამდე.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი