ბავშვზე ზრუნვა ყველა შესაბამისი უწყების მთავარი ვალდებულებაა და ნებისმიერი რეგულაცია თუ პროცესი, მათ შორის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება, მონიტორინგი, გამოძიება, საჯარო გაშუქება თუ სხვა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.
აღნიშნული პრინციპიდან ნებისმიერი გადახვევა და ბავშვთა უფლებების დარღვევის ყველა შესაძლო ფაქტი საჭიროებს მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას.
ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, ყველა ბავშვს, რომლებიც იმყოფებიან ნინოწმინდის თუ სხვა ბავშვთა სახლებში და ესაჭიროებათ სამართლებრივი წარმომადგენლობა მათი უფლებების დასაცავად, გაეწევა უფასო იურიდიულ მხარდაჭერა ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული მაღალკვალიფიციური ადვოკატების ჯგუფის მეშვეობით.
დღეიდან ამოქმედდება ცხელი ხაზი: 577670941,
რომელზე დაკავშირება შეუძლიათ როგორც ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს, ასევე მათი უფლებების დასაცავად სხვა დაინტერესებულ პირებს.