ადვოკატთა ასოციაცია ახალ პრო ბონო პროექტს იწყებს!

17 მარტი 2026

28-29 მარტს 11:00 - 16:00 საათამდე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პირველი იურიდიული პრო ბონო ფორუმი ჩატარდება. პროექტის ფარგლებში, ადვოკატები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გასცემენ. კონსულტაციის მიღება ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია.

კონსულტაციები გაიცემა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის, შრომის, საოჯახო და სამეწარმეო სამართლის საკითხებზე, ასევე, უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან, ხელშეკრულებებთან და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაცემის პროცესში 50-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის ადვოკატი იქნება ჩართული, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს ერთ სივრცეში მიიღონ სამართლებრივი რჩევა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია.

პროექტი ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ხორციელდება და მისი მიზანია მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ადვოკატთა პროფესიის სოციალური როლის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში სამი ფორუმი ჩატარდება, მათ შორის ერთი აჭარის რეგიონში.

ფორუმი Expertise France-სთან თანამშომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი