საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გამოითქვა მზაობა, რომ ასოციაციასა და IRZ-ს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, საქართველოს იურიდიული პროფესიისთვის მნიშვნელოვანი არაერთი მიმართულებით.