ადვოკატთა ასოციაციაში ნუგზარ ბირკაიას წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

17 ივნისი 2026

ადვოკატთა ასოციაციაში ნუგზარ ბირკაიას წიგნების - „ქართული ადვოკატურის ისტორიული საკითხები“ და „რამდენიმე ეპიზოდი მოსამართლის ცხოვრებიდან“ -პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ავტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ნაშრომები, რომლებიც ქართულ ადვოკატურასთან დაკავშირებულ ისტორიულ საკითხებს, პროფესიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებსა და მართლმსაჯულების სისტემაში მოღვაწე ადამიანების საინტერესო გამოცდილებებსა და ისტორიებს ასახავს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

წიგნების პრეზენტაციას ადვოკატები, მოსამართლეები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ავტორთან ერთად ისაუბრეს წიგნებში განხილულ საკითხებზე, ქართული სამართლებრივი პროფესიის ისტორიასა და მისი კვლევის მნიშვნელობაზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი