ადვოკატთა ასოციაციამ „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გამართა

8 ნოემბერი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ევროპის ადვოკატთა ასოციაციასა (AEA-EAL) და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია გამართა თემაზე: კონვენცია „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის ეფექტიანი ინსტრუმენტი.

კონფერენციას დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტი, LAWASIA-ს პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და ევროპის საბჭოს ადვოკატთა დაცვის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (CJ-AV) ექსპერტი. 

ასევე, კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოქმედი ადვოკატები, საქართველოს სახალხო დამცველი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვეტისლავ პაუნოვიჩმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა, რომან ზავრშეკმა, LAWASIA-ს პრეზიდენტმა, იაპ თეონგ ლიანგიმ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა, დავით სიმონიამ.
კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციასთან დაკავშირებული საკითხები - ადვოკატთა თვითმმართველი ასოციაციის როლი იურიდიული პროფესიის დამოუკიდებლობასა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფაში; ადვოკატთა შეუფერხებლად საქმიანობისა და პროფესიული საიდუმლოების დაცვის გარანტიები ევროპული კონვენციის პრიზმაში და სხვ. კონფერენციაზე ყველა ევროპული ქვეყნის მიერ ზახგასმით აღინიშნა კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობა.

კონფერენცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 20 წლის იუბილესა და ადვოკატის დღეს ეძღვნება, რომელიც საქართველოში, ტრადიციულად, 8 ნოემბერს აღინიშნება. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი