საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ 2 წლიანი უფასო იურიდიული დახმარების პროექტი: „შშმ პირთა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა უფასო იურიდიული დახმარება“ - წარმატებით დაასრულა.
პროექტის ფარგლებში შეირჩა და გადამზადდა 9 ადვოკატი, რომლებმაც უფასო იურიდიული დახმარება გაუწიეს პროექტის ბენეფიციარებს.
იურიდიული დახმარება მოიცავდა მომსახურებებს როგორებიცაა:
• იურიდიული კონსულტაცია;
• სარჩელის/შესაგებელის შედგენა და წარდგენა;
• დაზარალებულის ინტერესების დაცვა სასამართლოსა და სხვა უწყებებში ყველა იმ საქმეზე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების დარღვევით იყო გამოწვეული.
• პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულება და საქმის გაცნობა.
საერთო ჯამში პროექტის ფარგლებში 33-მა მოქალაქემ კვალიფიციური იურიდიული დახმარება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა სასარგელოდ წარმატებით დასრულდა სასამართლო დავები.
პრო-ბონო პროექტი ადვოკატთა ასოციაციამ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა.