ადვოკატების საყურადღებოდ!

27 მაისი 2021

ძვირფასო წევრებო,

შეგახსენებთ, რომ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საადვოკატო საქმიანობის დამადასტურებელ ძველ მოწმობას მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე აქვს.

იმისთვის, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მოწმობის გამოცვლის თაობაზე მაღალი მომართვიანობის გამო არ შეიქმნას დაბრკოლებები, გთხოვთ, იმ წევრებს ვისაც ჯერ კიდევ არ შეგიცვლიათ მოწმობა, ახალი მოწმობის დასამზადებლად მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში განცხადებით მომართოთ ასოციაციას ელ.ფოსტაზე: info@gba.ge

გაცნობებთ, რომ საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ახალი დიზაინი აღმასრულებელი საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა და ყველა მნიშვნელოვან ატრიბუტს შეიცავს, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოწმობაზე დატანილია ადვოკატის ვიწრო სპეციალიზაცია და პირადი ნომერი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი