წიგნის პრეზენტაცია

5 აპრილი 2014

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ა პროფესორ ფილიპ ლიჩის წიგნის „როგორ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ ქართული რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა. 

როგორმივმართოთადამიანისუფლებათაევროპულსასამართლოს“ –ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის თემაზე გამოცემული ერთ-ერთი უახლესი პრაქტიკული სახელმძღვანელოა. მისი მეშვეობით დაინერესებული პირები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურების კვალდაკავალ, სტრასბურგის სასამართლოს უახლეს პრაქტიკას გაეცნობიან.  

წიგნი საშუალებას მისცემს  მკითხველს ნათლად დაინახოს უახლესი ტენდენციები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის სფეროში.

გამოცემამ დიდი წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი ევროპელ იურისტებს შორის და დღეიდან ეს პოპულარული ნაშრომი ქართველი მკითხველისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

 „მინდა მივულოცო  საზოგადოებას ასეთი საინტერესო აუცილებელი წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი დამხმარე სახელმძღვანელო იქნება არამხოლოდ იურისტებისთვის, არამედ  ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი