შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან

20 მარტი 2018

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთევან თურაზაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ის პრობლემატური საკითხები, რომელიც უკავშირდება ადვოკატების ურთიერთობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან, მათ შორის, ადვოკატების შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მათი პირადი შემოწმება და ამ მხრივ თანამედროვე საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა და ადვოკატებსა და კლიენტებს შორის შეუფერხებელი კომუნიკაციის საკითხები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პრობლემების უკეთ გაანალიზებისა თუ გადაჭრის მიზნით, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ასევე, შეხვედრაზე საერთო საგანმანათლებლო პროგრმების დაგეგმვისა და განხორციელების გზებზეც იმსჯელეს.

კახა კახიშვილმა დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე არჩვევა მიულოცა და ბოლო პერიოდში სისტემაში გატარებული რეფორმებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, დავით ასათიანმა მინისტრს გააცნო ის
გეგმები და პროექტები, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ახლო მომავალში განახორციელებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი