შეხვედრა პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციასთან

22 სექტემბერი 2014

19 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია მიიღო.
ზაზა ხატიაშვილმა პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის დროს ისაუბრა  ადვოკატის პროფესიულ სტანდარტებზე საქართველოში, პროფესიაში შემოსვლის ძირითად პრინციპებზე.
ასევე, ადვოკატის ინსტიტუციურ დაცვაზე და გაძლიერებაზე, რაც ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა. 
სტუმრები დაინტერესდნენ, ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმებით, კომისიების და კომიტეტების საქმიანობით, სასწავლო ცენტრის და საგანმანათლებლო საბჭოს საქმიანობით.
თანამშრომლობა ორი ქვეყნის ადვოკატებს შორის გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს მიიღებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი