საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მინსკის ადვოკატთა რეგიონული კოლეგიის თავმჯდომარეს - ირინა სმირნოვას უმასპინძლა. შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთევან თურაზაშვილი დაესწრნენ.
მინსკის ადვოკატთა რეგიონული კოლეგიის თავმჯდომარე დაინტერესდა სასწავლო ცენტრის საქმიანობით, განგრძობადი იურიდიული განათლების და ადვოკატთა საკვალაიფიკაციო გამოცდის ადმინისტრირების საკითხებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები და პროექტები და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ