18 მაისს მართლმსაჯულების სახლში გაიმართულ დისკუსიაში, რომელიც მართლმსაჯულების მთავარ გამოწვევებს ეხებოდა, მონაწილეობა მიიღო ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დავით ლანჩავამ. დისკუსია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გახსნა და შეხვედრის მონაწილეებს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე სასამართლოს პოზიციები და ხედვები წარმოუდგინა. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები აქტიურად არიან ჩართული მართლმსაჯულების ეფორმის განხორციელების და მიმდინარეობის პროცესში.