საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირაკლი ყანდაშვილი და როინ მიგრიაული, ეთიკის კომისიის წევრი გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატთა სასწავლო ცენტრის დირექტორი თინათინ ქარსელაძე, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ინგა ნებიერიძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენინგ ორგანიზაციბი, იურიდიული განათლების ხარისხის კვლევის შესახებ მომუშავე ჯგუფს შეხვდნენ, რომელსაც სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობს.
კვლევა მხარდაჭერილია USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) -,, აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის" მიერ, რომელსაც ახორციელებს კოალიცია ,, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წევრი ორგანიზაცია ,,იურიდიული განვითარების ფონდი".