4 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებს შეხვდა და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობა, დაგეგმილი და განხორციელებული ტრენინგები და ღონისძიებები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა პროფესიაში შესვლის ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა ადვოკატის ეთიკის სწავლების მნიშვნელობა, პროფესიული უნარების ამაღლება, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დახვეწა. ადვოკატებს შეკითხვები ჰქონდათ განგრძობადი იურიდიული განათლების შესახებ, სავალდებულო ტრენინგების და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ადვოკატთა ასოციაცია განაგრძობს შეხვედრებს ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებთან და მომავალი შეხვედრა 11 მარტს 18:00 საათზე გაიმართება.