22 სექტემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ეთიკის კომისიის თავმჯდომარესთან და კომისიის უფროს იურისტთან ერთად სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ქალაქ ართვინში თურქეთის შავი ზღვისპირეთის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარეების შეხვედრაში.
შეხვედრა ასოციაციების თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
სტუმრებს თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების თავმჯდომარემ ბატონმა მეთინ ფეიზოღლუმ უმასპინძლა.