საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გორგილაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანები და ამოცანებია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის პოპულარიზაციასა და საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. გათვალისწინებულია ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დარგში ტრენინგები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ. ერთობლივი სამეცნიერო და სხვა სახის პუბლიკაციების გამოცემა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. გათვალისწინებულია თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროში კანონმდებლობის დახვეწის მიზნით