ქართველი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს ექსპერტების რეკომენდაციებს ტელეხიდის მეშვეობით მიიღებენ

23 თებერვალი 2016
2016 წლის 14 მარტს 13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თავისი არსებობის ისტორიაში პირველად,  ქართველ ადვოკატებს სთავაზობს შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა ონლაინ ტრენინგში, რომელიც გაიმართება და განხორციელდება ტელეხიდის მეშვეობით ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოსთან.  სასამართლოს ექსპერტები ქართველ ადვოკატებს შესთავაზებენ სასამართლოში წარსადგენი განაცხადის ახალი ფორმის   და სარჩელების დასაშვებობის კრიტერიუმების თაობაზე სწავლებას. ტრენინგზე განხილული იქნება  ევროსასამართლოს დიდი პალატის უახლესი პრაქტიკაც. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა მომზადებას რეგულარულად ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით.
 
დაინტერესებულმა ადვოკატებმა მიმართეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს.    

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი