4 მაისს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის და ანტიკორუფციულ საკითხთა კომიტეტის სხომა გაიმართა, რომელზეც სამუშაო მიმართულებები განისაზღვრა.
კომიტეტის წევრებმა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კანონპროექტზე მუშაობა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით, ერთობლივად გაგრძელდება.
კომიტეტის საქმიანობის მიზანია „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლიმენტაციის მხარდაჭერა. აგრეთვე, ანტიკორუფციული რეფორმების პროცესში ადვოკატთ კორპუსის ჩართულობის უზრუნველყოფა.