უზენაეს სასამართლოში ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

20 ივლისი 2015

2015 წლის 16 ივლისს,  უზენაესი სასამართლოს ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადვოკატებთან. შეხვედრის მიზანი გახლდათ სამოქალაქო საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.  სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და  საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, ადვოკატებმა წამოჭრეს პრობლემატური საკითხები და მოსამართლეებთან ერთად იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

კონსტრუქციული შეხვედრის ფარგლებში დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი