20 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საკუთრების უფლებასთან მიმართებაში.
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას გაუძღვა ასოციაციის ტრენერი - თამარ ალექსიძე.