ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (სისხლის სამართლის საქმეებზე).
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვება ასოციაციის ტრენერი - მამუკა ნოზაძე.