ტრენინგი - სტრასბურგის სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

26 სექტემბერი 2018

25 სექტემბერს, ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე).

 

აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLOG) თანამშრომლობის ფარგლებში.

 

ტრენინგი ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვებოდა ასოციაციის ტრენერი - ინგა ბერიძე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი