ტრენინგი ინტლექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებზე

22 ივლისი 2015

ტრენინგი ინტლექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იურისტებს აძლევს საშუალებას, 2015 წლის, 18-19 სექტემბერს, მონაწილეობა მიიღონ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ეგიდით, ორგანიზებულ ტრენინგში, რომელიც დაეთმობა ინტელექტუალური საკუთრების, მათ შორის საავტორო უფლებების საკითხებს.

ტრენინგს ჩაატარებენ უცხოელი ექსპერტები (ქართულ ენაზე თარგმანი უზრუნველყოფილია).

ტრენინგზე განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, სასაქონლო ნიშნებთან, საავტორო უფლებებთან და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით.

ტრენინგის მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება, ინტელექტუალური საკუთრების სამართალში მოღვაწე ადვოკატებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ იურისტებს.

ღონისძიებაში მონაწილე მსმენელებს შეარჩევს, ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოსა და საქპატენტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

  1. საბუთების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა იურისტებმა, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ელ. მისამართზე: education@gba.ge გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი
(ქართულ ან ინგლისურ ენაზე).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის, 20 აგვისტო.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი