26 ივლისს, ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე -საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები.
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLOG) თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვება ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი - ლევან მესხორაძე.