საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სპეციალიზირებული ტრენინგების ციკლი თემაზე - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.
ტრენინგი მიზნად ისახავს, ადვოკატთა გადამზადებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, რაც მოიცავს როგორც არასრულწლოვანთა ურთიერთობის როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე სამართლებრივ ასპექტებს. სამდღიანი ტრენინგის შემდეგ ჩატარდება ტესტირება, რომლის მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, ადვოკატს მიენიჭება უფლება დაიცვას, დაკითხოს და სრულყოფილი იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს არასრულწლოვანს.
ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვებიან ტრენერები: მაია ცირამუა (ფსიქოლოგი); ქეთევან თავართქილაძე (ფსიქოლოგი); თამარ ალექსიძე (ადვოკატი) და ცირა გამცემლიძე (ადვოკატი)