ტრენინგების ციკლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

4 ოქტომბერი 2018

30 სექტემბერსა და 1,2 ოქტომბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ქუთაისის რეგიონალურ ოფისში, ჩატარდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 3 დღიანი სასწავლო კურსი, სასწავლო კურსს უძღვებოდნენ ტრენერები, ფსიქოლოგები: მაია ცირამუა, ქეთევან (ეკატერინე ) თავართქილაძე, საერთაშორისო სამართალის ტრენერი - რუსუდან პაჭკორია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ტრენერი  - პაატა მეხრიშვილი.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და UNICEF-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს სპეციალიზირებული ტრენინგების ციკლი თემაზე - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. აღნიშნული ციკლი მოიცავს ტრენინგებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოღვაწე ადვოკატებისთვის. ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებულ ადვოკატთა რიცხვს 100-ზე მეტი ადვოკატი შეუერთდება. ტრენინგები ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში

 


აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი