ტრენინგების კურსი კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში

6 დეკემბერი 2018

6-9 დეკემბერს, სასტუმრო კაჭრეთი "ამბასადორში", საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს 4 დღიანი ინტენსიური კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, რომელსაც ესწრებიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატები.

დღევანდელი ტრენინგი ძალზედ მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს შემდგომი განვითარებისთვის, რადგან სპეციალიზირებული ადვოკატები უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან იმ სამართლებრივ და  ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნებს და მათთან ქცევის თავისებურებებს - განაცხადა ღონისძიების გახსნაზე ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ქეთევან თურაზაშვილმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი