ტრენერთა შესარჩევი კონკურსი

20 ივნისი 2018

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, იწყებს განაცხადების მიღებას ადვოკატთა ასოციაციის ტრენერთა შესარჩევ კონკურსზე შემდეგ სფეროში: ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

 

 ტრენერთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** ადვოკატებს;
** შესაბამისი გამოცდილების მქონე სხვა პრაქტიკოს იურისტებს;
** იურიდიული ფაკულტეტების/სამართლის სკოლების პროფესორ-მასწავლებლებს.

სხვა სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (სასურველია ამ მიმართულებით კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ტრენინგები/კურსები ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგ ცენტრში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში);

** მოდულით გათვალისწინებული საკითხების შესახებ მსჯელობის და მათი გააზრების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
** CV (ქართულ ენაზე);
** უმაღლესი განათლების ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის/დიპლომის ასლი;
** სამოტივაციო წერილი. 
გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, რა კავშირია თქვენს სამუშაო გამოცდილებასა და მოდულის შინაარს შორის. სამოტივაციო წერილით, გთხოვთ, ასევე წარმოადგინოთ იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც, თქვენის აზრით, შესაბამის მოდულში უნდა იქნეს გათვალისწინებული.

შერჩეული ტრენერები  გაივლიან ტრენერთა ტრენინგს თემაზე - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ (AML/CFT) ბრძოლის სფეროში ადვოკატებისთვის არსებული ვალდებულებები. მოდული შეიმუშავეს და ტრენერთა ტრენინგს (ToT) გაუძღვებიან ევროპის საბჭოს ექსპერტები ანიტა კლიფორდი, ჯონატან ფიშერი და ვახტანგ მაჭავარიანი.

კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს კანდიდატების შერჩევას წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე,  მეორე ეტაპი - გასაუბრებას. შერჩეული კანდიდატები,  სასწავლო მოდულის მიხედვით, გაივლიან სპეციალურ მომზადებას.

შერჩეული ტრენერები მომავალში ჩაატარებენ ტრეინინგებს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის.  
ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება მიმდინარე წლის 25-26 ივნისს, ზუსტი ადგილის და დროის თაობაზე ეცნობებათ შერჩეულ კანდიდატებს. აღნიშნულ ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა შერჩეული კანდიდატისთვის.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 21 ივნისი 18:00 სთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადი ელ-მისამართზე: t.imnaishvili@gbe.ge 
სათაურის ველში მიუთითეთ - მოდულის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი